„ჩუმად ვზივარ და ველოდები, ჩემი გინების ჯერი როდის მოვა“

Image

„რესპუბლიკელი“  დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავსგადამხდარ ისტორიაზე წერს.

 

„საერთოდ მიჩვეული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც მცნობენ, როგორც წესი, კეთილგანწყობას გამოხატავენ.

 

სულ ორი ტიპი ვიცი, ვინც ჩემს დანახვაზე იჯაგრება და აგრესიულად გადმოდის შეტევაზე: ერთი მიშისტია და ფიქრის გორაზე ცხოვრობს, მეორე მგონი სასულიერო აკადემიის სტუდენტი უნდა იყოს და ლესელიძის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნის მიდამოებში დაიარება. თუმცა, საქმე რომ ცოტა უფრო რთულადაა, დღეს დავრწმუნდი.

 

დილით ვჯდები ტაქსში. ტაქსისტი კეთილგანწყობილად მესალმება, "როგორ ბრძანდებით ბატონო დავით" და ა.შ. თან რადიო აქვს ჩართული ხმამაღლა, აშკარად "ობიექტივი", სადაც იმ მომენტისთვის არის რეზო ამაშუკელის სატელეფონო ჩართვა.

 

ჰოდა, დავიძარით თუ არა, დიდმა პოეტმა ჯერ ალასანია დალანძღა უშვერი სიტყვებით, მერე ირაკლი ვაჭარაძე გამოაცხადა ამერიკის ელჩად – ეგაა რეალური ელჩი და არა ნორლანდიო, მერე გადავიდა ზოგადად რესპუბლიკურ პარტიაზე, მერე მისდგა ბერძენიშვილებს, მერე არც უსუფაშვილი დაინდო და ბოლოს თინა ხიდაშელიც მიაყოლა. ეს ჩემი მძღოლი კი უსმენს კმაყოფილებით, შიგადაშიგ იღიმება და სახეზე აწერია "მიდი-მიაწექი." მეც ჩუმად ვზივარ და ველოდები, ჩემი გინების ჯერი როდის მოვა (არ ვუგინებივარ თუ რა?), მაინტერესებს მძღოლის რეაქცია რა იქნება.

 

თუმცა ამჯერად ამაშუკელის რისხვას პიროვნულად გადავრჩი და ასე, რესპუბლიკელების ლანძღვა-გინების აკომპანიმენტით მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. მძღოლი ცოტას მეჭიდავა, ჩაბრძანდით, არ გინდათ გადახდაო, მაგრამ ბოლოს მაინც გამომართვა დიდი მადლობებით.

 

ახლა, რა მორალი შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ჩემის აზრით, არც არანაირი. როგორც მართლა დიდი პოეტი ამბობს: "Их либе жизнь и обожаю хаос", - წერს დავით ზურაბიშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !