
პარტია „იმედის“ თავმჯდომარე, ირინა სარიშვილი ლარის გაუფასურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„თურმე ლარი თავქუდმოგლეჯილი რო გარბის, ეს იმის ნიშანია, რო ლარი ცოცხალია და რეაგირებს გლობალურ პროცესებზე!
იცოდით ეს ამბავი? მე არა და ბიძინასგან გავიგე.
ცოტა შვება ვიგრძენი. ეხლა ის დარჩა გასაგები, ჩვენ რო ცოცხლები ვართ, ამას რითი უნდა მივხვდეთ!
ჩვენც უნდა გავიქცეთ ალბათ, ხო?
მოკლედ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად არის და ხვალ კიდევ უკეთესად იქნება!
ჩვენ თუ არა, ლარი ხო ცოცხლად იქნება აეგრე „ნაცების“ ჯინაზე“, - წერს სარიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.