
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ხალასი იუმორის მქონე ადამიანი და გურულთა მონათხრობის უბადლო აღწერის ოსტატია.
ამჯერად მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი სახალისო პოსტი გამოაქვეყნა:
„ლანჩხუთის სოფლებში ვმოგზაურობ. სოფელ ჯურუყვეთში, სასაფლაოზე, საოცარ სურათს გადავაწყდი.
კაცი ორ მეუღლეს შორისაა დაკრძალული, მეორე ქალი ცოცხალია, იქვე ცხოვრობს და ამ ამბავს ჩვეულებრივად უყურებს.
აი, გარდაცვალების წელი რომ არ უწერია, ის", - წერს გიორგი კეკელიძე.