
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე „ფეისბუქში“ „ნაციონალებზე“ ფილმის გადაღების ბიძინა ივანიშვილისეულ იდეას აკრიტიკებს და წერს, რომ „მისი თმენის ვალდებულებასაც ემართება რაღაც“.
ნინო კობახიძე წერს, რომ მუდამ დასცინოდა „აგვისტოს ხუთ დღეს“ და ახლაც მიაჩნია, რომ „მტერმა უყურა“ ნაცებზე ფილმსა და სიუჟეტს. მისი თქმით, ფილმის მსახიობებზე დისკუსიაც მომაბეზრებელია.
„საქართველოზე გადავიღებდი 30.000 სერიან ფილმს...“ - წერს ნინო კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ეს სტატუსი „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდიდან წაშალა.
ცნობილია, რომ ნინო კობახიძე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნინუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარია. ის ყველა მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს ახლავს პრემიერ ღარიბაშვილს. ნინო კობახიძეს უშუალოდ სხვადასხვა სტრუქტურების პიარ-სამსახურების კურატორის როლი აქვს შეთავსებული.