„ბავშვობაში „ყველაფრის კადრებაზე“ დადიოდი? კურტიზანი პოლიტიკოსი ხარ“

Image

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ნიკა მელიასა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სუზარ სუბარის დაპირისპირება გაზეთ „პრაიმ თაიმში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს მოჰყვა.

 

ინტერვიუში სოზარ სუბარი ნიკა მელიას არასრულწლოვანის გარდაცვალებაში ადანაშაულებს.

 

„მომივარდებოდა ხოლმე ნიკა მელია, იყვირებდა და წავიდოდა. ყველა იმ ადამიანმა, ვინც გამოსახლდა, საკუთარი ნებით დატოვა საცხოვრებელი, რადგან მოვახდინეთ კონკრეტული ობიექტის გარემონტება.

 

ამ პროცესს ხელს უშლის ის, რომ კონკრეტულ ობიექტებში, დევნილებთან ერთად, არიან სოციალურად დაუცველებიც. ისინიც გაჰყავდა თბილისის მერიას, მაგრამ, ისევ და ისევ, ხელის შეშლის გამო, ეს ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ამას მოჰყვა ტრაგედია, შენობაში ცეცხლი გაჩნდა და ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, მეორე მძიმედ დაშავდა, ასევე სერიოზული დამწვრობა მიიღო ოჯახის უფროსმა.

 

ძალიან მაინტერესებს, გრძნობს თუ არა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ნიკა მელია, რომ არა მისი პოლიტიკური წარმოდგენა, დღეს ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა და მისი ოჯახი მერიის მიერ უსაფრთხო ადგილას იქნებოდა გაყვანილი. მაინტერესებს, ერთხელ მაინც მივიდა ამ ოჯახთან? მიუსამძიმრა მაინც? სინდისის ქენჯნას არ განიცდის ამ ტრაგედიაზე?

 

რა თქმა უნდა, გამოსახლების პროცესი ყველგან ხავერდოვნად ვერ მოხდება. არის კატეგორია, რომელსაც, პირველ რიგში, ეკუთვნის ბინა, მაგრამ იმის გამო, რომ სხვამ უფრო "იშუსტრა": და დროზე ადრე შეიჭრა ობიექტში, იქმნება პრობლემა.

 

სწორედ ეს შეჭრილი ხალხი ითხოვს სასწრაფოდ დაკანონებას და აქციებსაც მართავს, მაგრამ არ დავუკანონებ! მე ვიქნები მტყუანი იმ ათეულობით ადამიანის წინაშე, რომელიც ყოველდღე სიკვდილს შეჰყურებს, რადგან ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს", – ამბობს გამოცემასთან საუბრისას სოზარ სუბარი.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ამ ინტერვიუს ნიკა მელიამ „ფეისბუქიდან“ უპასუხა:

 

„სოზარ სუბარის თითქოს კეთილსახიერი ნიღბის მიღმა სინამდვილეში უზნეო და ამორალური ადამიანი იმალება! ყველაფრის კადრება როგორ შეგიძლია შენ და შენ პოლიტიკურ მეგობრებს?! ბავშვობაში "ყველაფრის კადრებაზე" დადიოდი? კურტიზანი პოლიტიკოსი ხარ!" - წერს ნიკა მელია. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !