ინგა გრიგოლია: „ყველას ფეისბუქ-მითქმა-მოთქმა ვნახე...“

Image

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოირგი სოსანაშვილის მამის კომენტარმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

 

 

აღშფოთებულ საზოგადოებას ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

 

„გამარჯობა სოსანაშვილის მამის ჩართვაზე აღელვებულო საზოგადოებავ...დიდი მორალის და ეთიკის მამებო და დედებო.. ყველას ფეისბუქ მითქმა-მოთქმა ვნახე.......

 

გუშინ დამეზარა და ეხლა გიპასუხებთ - თქვენზე არანაკლებად შემეცოდა ის კაცი და ნუ ვიდავებთ, თქვენ უფრო გულჩვილები ხართ თუ ჩვენ. მამა ძალით არავის ჩაურთავს, მისი სურვილი იყო, სათქმელი ეთქვა....

 

ხმაურიან მკვლელობას რომ აშუქებთ, იშვიათად მახსენდება რეპორტაჟი, ოჯახი არ ჩაგეწეროთ ეჭვმიტანილის..

 

გუშინ სოსანაშვილის ოჯახი თითქმის ყველამ ჩაწერა, ყველა არხმა და პირდაპირ ეთერში რომ თქვა იგივე, რაც სხვაგან რეპორტაჟებში, ამან აგაღელვათ??? ინტერვიუებმა რეპორტაჟებში არ აგაღელვათ და ამაზე ჩამოიხოკეთ ღაწვები??

 

მამა და დედა არიან მთავარი მოწმეები, როდის ჩავიდა მათი შვილი სოფელში, რითი ჩავიდა, როდის დაბრუნდა უკან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეჭვმიტანილის საკუთარ სოფელში ჩასვლა, რომელიც ყარაფილას გვერდით მდებარეობს, დაემთხვა მკვლელობის წინა დღეებს და განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს დეტალი..

 

ვფიქრობ, რომ გუშინდელი გადაცემა ყველას მონაწილეობით, ეთერში იყო საინტერესო და ეთიკაზე მორალი საკუთარ თავებს უკითხეთ, ბევრი რამ შემიძლია შეგახსენოთ თუნდაც უახლოესი წარსულიდან მართლა არაეთიკური, ხოდა, ნუ გამომიხვედით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები...

 

უსაგნო ღელვას შეეშვით, განსაკუთრებით ისინი, რაფალიანცის „მკვლელი“ პირდაპირ ეთერში რომ დაასახელებინეთ ბერიკაშვილს....რეპორტაჟში მოსულა ჩაწერა, მაგრამ ლაივში არაო...)))რა სენტიმენტალურები ხართ“ - წერს ინგა გრიგოლია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !