
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათ მხარდამჭერებს "ერთ ბანდად" მოიხსენიებს და ჩიორა თაქთაქიშვილის სტატუსზე გამოხატულ მხარდაჭერას ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს.
“ჩიორას სტატუსზე მეცინებაა:-)))) მერე რომ ამხნევებენ ,, რამდენს უძლებო...,, :-))) მისი სულით მონათესავე ნაცები...
ტრაგიკომედიაა რა ქნას საოცნებო მიშიკო და ვანიკო არ ყავს სათავეში , შემოაკლდათ მილიონები, ვეღარ ურიცხავენ მის ე.წ არასამტავრობოში.... ემწარა სიმართლე სხდომაზე. არ მოგაკლებთ მაგ რეალობის შეხსენებას რამდენი ადამიანი შეეწირა იმ ჯოჯოხეთურ სისტემას ...
რამდენს ამოხადეს სული და გააუბედურეს. ერთი ბანდაა ნაცები და მათი მეხოტბეები. ყოველდღე მომდის გაწამებული ადამიანების განცხადებები და ყოველდღე უნდა გამოგიქვეყნოთ” (სტილი დაცულია,-რედ.).