
დეპუტატი თინათინ ხიდაშელი „თავისუფალი თაობის“ ქმედებას აკრიტიკებს, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრთა შვილების სია გამოაქვეყნეს, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს.
„აი შვილების სიების კეთება რომ მოიფიქრეს, მოიძიეს, გამოაქვეყნეს, გააშუქეს და ა.შ.
ამ ამბის ავტორ-შემოქმედებს შვილები არ ყავთ, არც აპირებენ რომ ყავდეთ, თუ გონიათ
რომ მათნაირი არამზადები ხვალ რომ ისევ იბოგინებენ აქ ქვეყანაში, მათ შვილებს დაინდობენ, წაქცეულზე წიხლის მიმყოლების რიგში ჩამდგარი უსუსურები.
არ გავიგო ეხლა დეპუტატი ხარ და ასე არ უნდა წერდეო. შვილებს თავი დაანებეთ მშიშარა ტურებო.
მიშა როცა თეთრ ცხენზე იჯდა, მაშინ გაგებედათ. იქნებ დღეს ვინმეს მოესმინა კიდეც თქვენთვის"- წერს თინა ხიდაშელი.