
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ფილმში მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის როლზე ექსპრეზიდენტის პაროდისტს ქართლოს ნატროშვილს შესთავაზეს.
იგივე ინფორმაციით, პაროდისტს თითო სერიაში ძალიან დიდ თანხას - 10 000 ლარს გადაუხდიან.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემთვის არავის დაურეკავს და არაფერი შემოუთავაზებია.
ეს ამბავი რომ გავიგე, ერთი გულიანად გავიცინე. სერიალში 10 000 ლარს უხდიანო, ესეც კარგი ინტრიგაა.
ახლა მიხეილ სააკაშვილი გიპასუხებს (ყოფილი პრეზიდენტის ხმით ლაპარაკობს): როგორც ედუარდ შევარდნაძე ვერ გაცოცხლდება, ისე ეს ამბავი არ გამოვა.
არანაირი სურვილი არ მაქვს, 200-სერიან მარათონში ჩავება.
აქ ფულზე არ არის ლაპარაკი. მე იმ სერიალში ჩემს თავს ვერ ვხედავ,“ - აღნიშნა ქართლოს ნატროშვილმა.
„გზა“