
დღეს პარლამენტის სესიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი წერს.
„უმრავლესობამ მოითხოვა შესვენება. მიზეზი: უნდა გაარკვიონ, გვცემენ თუ არა!!
მანამდე შემოთვალეს, თუ კაკო ბობოხიძე ბოდიშს არ მოიხდის, დაგერევით და გცემთო!!!!
გესმით, რაზე მიდის მსჯელობა???!!!
გული მერევა უკვე!
უმძიმესია ამის გაძლება!!
ეს არ არის პარლამენტი!
ეს არის ზვიგენიანი ბიძინას ტატამი!!!"- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.