
ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ბავშვობის მეგობარს, მაკა ჩიჩუას ვაჟიშვილის შეძენა მიულოცა და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„მაკა ჩიჩუა - ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და დიდობაში ახალ-ახალ ნაბიჯებს ვდგამთ ხან წარმატებულს, ხან კი წარუმატებელს, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი...
დღეს შენ ყველაზე ბედნიერი ქალი ხარ, იმიტომ რომ ქვეყანას და საკუთარ ოჯახს კიდევ ერთი სიცოცხლე შემატე.
მაკუნა იყავი ბედნიერი დედა, მეუღლე და უბრალოდ ქალი,“ - წერს ლალი მოროშკინა.