
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლადო სადღობელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ვინმე სადღობელაშვილმა შვილები რომ ჩამოგვითვალა (ნუ, რაები მიაბა მათ სოციალურ მდგომარეობას, ეს ცალკე თემაა), ეგებ ბიძინას გიტლერიუგენდის წევრთა მამებზეც გაგვეგო რამე?
ეჭვი მაქვს, კომუნისტური დროის ბევრ სოციალურ წყლულს აღმოვაჩენდით მათში და ჩვენი პოლიტიკური დაპირისპირებების "კლასობრივ" თუ მორალურ ფესვებსაც გავიგებდით.
რაც შეეხება ჩემს შვილს, რომელიც საქართველოშია და პედაგოგია, ჯარში არ წაიყვანეს ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ეს არც მას გახარებია და არც მე.
მხოლოდ ამის მერე, 2011-2012 წლებში, თავისივე ინიციატივით ნაპოვნ პოლონურ უნივერსიტეტში სწავლობდა.
წლიური გადასახადი იყო 6000 ევრო (დაახლოებით 12 ათასი ლარი წელიწადში). ბანკის ვალიც დაგვეხმარა“, - წერს დარჩიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ცნობისთვის: ლადო სადღობელაშვილმა გამოაქვეყნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შვილების სია, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებულ სასწავლებლებში სწავლობდნენ.