
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას მოუწოდებს „პანორამა თბილისის“ პროექტის წინააღმდეგ პეტიციას მოაწერონ ხელი.
„გთხოვთ!! გადავარჩინოთ (შევეცადოთ მაინც) თბილისი გლახა ბატონებისგან და ტყუილისგან, თითქოს ეს ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება.
ვიხსნათ ეს საწყალი ქალაქი ფარული და ამავდროულად აშკარა მტრობისგან.
თუ სიკეთე უნდათ, განავითარონ თბილისის სხვა უბანი, სხვა ქალაქი თუნდაც..
ბოტანიკური ბაღი ხომ უკვე გადაყლაპა და მალე მთაწმინდის პანთეონიდან კუბოებსაც ამოყრის.
მოგეხსენებათ, დამრწმუნებელი არ აკლია, რომ ილია ჭავჭავაძეა (კიდევ კარგი, შალვა ნუცუბიძის, დიმიტრი უზნაძის და სხვა დიდი მოაზროვნეების შესახებ ჯერ არაფერი გაუგიათ მეხოტბეებს).
ნუ იპასიურებთ ხალხო. გამორიცხული არაა, რომ მაინც თავისი გაიტანონ, როგორც სააკაშვილს ვერ ვთოკავდით, მაგრამ მცდელობა აუცილებელია, რომ თანამონაწილეობას მაინც ავერიდოთ და ქალაქის მიმართ სინდისის ქენჯნა არ გვქონდეს ჩვენივე უმოქმედობის გამო.
მე ჩემი მინიმუმი გავაკეთე - მოვაწერე პეტიციას ხელი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.