
„იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, „მამიდას“ მეტსახელით ცნობილი როენა ხუცურაული ამჯერად ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომელსაც აინტერესებდა ვინ კრიშავს „მამიდას“.
„ქალბატონო ნანიკო ხაზარაძე, ჩემი “კრიშა“ - საპროცესოა.
„კრიშა“ რომ მყავდეს, ამდენ „სროკს“ არ მოვიხდიდი, მარა თქვენ ახლა სპეციალურად იწვევთ ორგანოს ჩემს მიმართ და აღიზიანებთ, რას მიმზადებთ ნეტავ?
რა გაქვთ ჩაფიქრებული?
ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაფრისთვის მზად ვაარ.
მე ღმერთი არასდროს გამწირავს, იმდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული, იმიტომ მქვია მამიდაა“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე როენა ხუცურაული.