
კინომცოდნე გოგი გვახარია ბოლო დროის აქტუალურ თემას: 200 სერიანი ფილმის გადაღების დაწყების ვარაუდებს ეხმიანება და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მას ირონიულ სტატუსს უძღვნის.
"ღმერთო ისე არ მომკლა, რომ 200 სერიანი ფილმის კინოვარიანტის პრემიერა არ დამანახო... დარბაზი, პუბლიკა, ტუდა-სუდა... თორემ ფილმს რა მანახებს, იმდენი კარგი კინო მაქვს სანახავი...", - წერს გვახარია, მოგვიანებით კი კომენტარში აგრძელებს:
" მერე კინოკრიტიკოსის ძებნა რომ დაიწყება, ვინ დაწერს კარგ რეცენზიას. "რაიკომის მდივანზე" როგორც იყო, რეზო ჩხეიძის: არც ერთმა ჩემმა კოლეგამ არ დაწერა და ბოლოს მიაგნეს ვინცხას და სამსახური მისცა დავიდოვიჩმა სტუდიაში; სირცხვილია, ლენინის ორდენი აიღო ფილმმა და კრიტიკოსები არაფერს წერენო:).. აი მანდ მართლა მოხდება "კეინი".