
სოციალურ ქსელებში ისევ ეხმიანებიან ეკა ყურშიტაშვილის აღიარებასა და პირდაპირ ეთერში ჩართვას, რომლის დროსაც მან ცრემლები ვერ შეიკავა. ნინო დანელია "ფეისბუქში" წერს:
"საპატრულოს უფროსი დავით ცინარიძე არის ყოვლად უსინდისო და მთხლე კაცი! შსს მინისტრი, რომელიც ცინარიძეს სამსახურიდან არ ათავისუფლებს ასევე არის ნეპოტისტი და მთხლე კაცი!
მიზოგინიური საქართველო კი რაღა თქმა უნდა, თავხედ ქალს ერჩის, რომელიც მარტივად უნდა დაჯარიმებულიყო და მიებრძანებინათ სახლში.
სახელმწიფოსთვის კი პრობლემა ეს ქალი კი არა, ის კაცები არიან, ვინც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ და თანამდებობას პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იყენებენ! ჟურნალისტებზე უკვე არაფერს ვამბობ. სხვა გალაქტიკაა მგონი..."