
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:
„ფორუმის მომხმარებელი არ ვარ, იქ ვერ ვუპასუხებ ბიძინას მონებს, ამიტომ აქედან გეხმიანებით, თქვენი მიზანმიმართული ბინძური კამპანია არ გაგივათ, ისევე, როგორც არ გაგივიდათ ბევრი სხვა ჩვენს ოჯახზე აგორებული შავი პიარი.
მე თურმე მხედრიონელი ვიყავი, დოდო გუგეშაშვილის დისშვილი ვარ და ხალხს ვხვრეტდი ქუჩაში, თურმე რა მნიშვნელობა აქვს, რომ მაშინ 12 წლის ვიყავი, თურმე პატარა გოგოებიც ხვრეტენ ხალხს...
თუმცა ამ დონეზე დაცემა არ მიკვირს, თქვენ ხომ აგონიაში ხართ ბატონო ბიძინა, სწორედ ამის მეშინია ყველაზე მეტად, რომ რაღაც სასიზღრობას კიდევ ჩაიდენთ, აგონიაში მყოფ ადამიანს ხომ ჭკუა არ მოეკითხება!"- წერს ანი ნადარეიშვილი.