
„ეროვნული ფორუმის“ წევრი, ზურაბ წიკლაური პირველ იანვარს forum.ge-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო პროკურატურაში დაკითხეს.
მისი თქმით, გამოძიებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდა.
შეგახსენებთ, რას წერდა პირველ იანვარს ზურაბ წიკლაური.
„მოკლედ, პაივცემულო პოლიტსაზოგადოებავ! ჩემს ხელთ, და არა მარტო ჩემს ხელთ, არის აწ უკვე გაბაზრებული ინფორმაცია, რომ დაგეგმილია მკვლელობა ფრიად ეროვნული მგზნებარებით გამორჩეული კაცისა!
დაატორმუზეთ, ქოც-ნაცებო, თორემ დედებს მარტო ვირტუალურად კი არა, არამედ ფაიზაღი და თანაც ლაივ-რეჟიმში მოგიდღნავთ. აზრზე მოდით, თქვე ღლის ჭუჭყებო! დედაბუდიანად ამოითხრებით! ახლა გავედი და იყავით ფხიზლად - თუკი იმ კაცს ხელი დაედო, იცოდეთ, რომ დამნაშავეა ბიძო!“.
დღეს ამ პოსტის ავტორი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
„ხანდახან ვფანტაზიორობთ ხოლმე, ადამიანები ვართ. ამ შემთხვევაში არავის არ ვგულისხმობდი... თუ მოხდებოდა გახმაურებული მკვლელობა, ნორმალურ ქვეყანაში, რომელიმე მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს და ტოვებს თანამდებობას“, - აღნიშნა მან.
newposts.ge