-
2015-01-28 12:07
იუმორისტი გიორგი ჯანელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალ კანონს აპროტესტებს, რომლის თანახმადაც იმ ბავშვებს, რომლებიც 15 სექტემბერს 6 წლისანი არ იქნებიან, სახელმწიფო სკოლაში არ მიიღებს.
„ახალი კანონის არსში ჯერ ბოლომდე ვერ გავედი, მაგრამ როგორც ირკვევა, ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იმ მოსწავლეებს, რომლებიც 15 სექტემბერს 6 წლისანი არ იქნებიან, სახელმწიფო სკოლაში არ მიიღებს და სთავაზობს, გაისადაც ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იგივე პროგრამა გაიარონ, ოღონდ თავისზე უმცროსებთან ერთად.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო 5 წლის ბავშვებს ეკაიფება?", - წერს ჯანელიძე.