„ბატონო პრემიერ-მინისტრო! ნუ აჩმორებინებთ პოლიციელების სიცოცხლეს და ღირსებას კრიმინალებს, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებთ!“

Image

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს პოლიციელების სიცოცხლე და ღირსება დაიცვას.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ „რედისონთან“ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რაზეც „აფხაზეთის ხმა“ ექსკლუზიურად წერდა.

 

„გუშინ რედისონთან ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა! ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო. ამ ბიჭის გვარს შეგნებულად არ ვწერ.

 

მანამდე ლიკანში, ციხიდან გამოსულმა, რამდენჯერმე ნასამართლევმა ადამიანმა მოკლა პოლიციელი.

 

კიდევ უფრო მანამდე თელავის ცენტრში, ცნობილმა კრიმინალმა ესროლა პოლიციელს! ადგილზე გარდაიცვალა თანამშრომელი!

 

კიდევ უფრო მანამდე, ბათუმში ქურდის ძმაკაცმა, კლუბში მოკლა პოლიციელი.

 

ქუთაისში, საკრებულოს ქოცმა წევრმა დაცვის პოლიციის თანამშრომელს პაგონი აახია!

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო! დაიცავით პოლიციელების სიცოცხლე და ღირსება! ნუ აჩმორებინებთ კრიმინალებს იმ ადამიანების თავს, ვისზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, თორემ  ძალიან ცუდად დაამთავრებთ!

 

„P.S. გუშინ გამოჩეკილმა, ოროსანმა პრესცენტრებმა არ დაიწყონ დაბოლება ხალხის, რომ ყველა პოლიციელი დაცულია! თორემ მივალ მათ უწყებაში კოლეგებთან ერთად და რაც აქ მიწერია, ყველაფერს დისკზე ჩაწერილს მივიტან!“, -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სასტუმრო „რედისონთან“ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსა და ლევან გაჩეჩილაძის, იგივე „გრეჩიხას“ უმცროს ვაჟს შორის მოხდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !