„ვაზაგაშვილის მკვლელობა წმინდა წყლის რუსული ГРУ-ს სტილია"

Image

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ და არამარტო „ფეისბუქში“, ისევ აქტუალურია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თემა. ერთერთი იუზერი დავით ნებიერიძე საინტერესო ვერსიას გამოთქვამს:

 

„ვაზაგაშვილის მკვლელობის პირველი დღიდანვე მკაფიო აზრი ჩამომიყალიბდა: აბსოლუტურად არ მგონია, ეს მკვლელობა მის შვილთან დაკავშირებული საქმის გაგრძელება იყოს!  -

 

კაცს რომელმაც უკვე ყველაფერი თქვა, არ კლავენ.

 

ხოლო ადვოკატების მიერ გაცხადებული ვერსია ახალი მოწმის შესახებ ალოგიკურია! რამე, თუ მაშინ იმ მოწმეს მოკლავდნენ და არა ვაზაგაშვილს! პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩადენილი მკვლელობა, თავისი ხელწერით და შესრულების დეტალებით წმინდა წყლის რუსული გრუ–ს სტილია!

 

მათი ხელწერა დაკვირვებულ ადამიანს და მითუმეტეს ქართულ სპეც სამსახურებს არაფერში აერევათ! ხოლო, მკვლელობის შემდეგ განვითარებული მოვლენები მოტივაციასაც ნათელს ჰფენს!

 

საქართველოში პოლიტიკური პროცესების რუსული სცენარით განვითარებისთვის მათმა სპეცსამსახურებმა ჩინებულად შეარჩიეს საზოგადოებრივ–პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება, რომლის მკვლელობით რამდენიმე ამოცანას გადაჭრიდნენ:

 

პირველ რიგში, საბოლოოდ დაუსმევდნენ წერტილს ამჟამინდელი მთავრობის უსუსურობის დეკლარირებას;

 

კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ ნაციონალების ტალახში ამოსვლას და ყოველივე ამ მიზნების მიღწევით პოლიტიკურ ასპარეზს გაუსუფთავებდნენ და ახალ მუხტს შესძენდნენ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს. თუ მეტისმეტად არ დავიბრმავებთ თვალებს, მოვლენები ზუსტად ასე განვითარდა:

 

ყველაზე მეტი დივიდენდები ამ მკვლელობით მიიღო პატრიოტთა ალიანსმა და ძმანმა მათმა, რომლებიც მაქსიმალურად განავითარებენ ამ მიმართულებას და საზოგადოებრივი დაძაბულობის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდებიან! მათ შეუერთდებიან ყველა ის ძალები, ვინც სამშობლომ დაწყევლა და მოხდება ყველა ამ პრორუსული ძალების კონსოლიდაცია, ახალი არჩევნებისათვის...

 

ამაზე კარგი ფონი სტარტ აპ-ისთვის მათთვის წარმოუდგენელია! აი ასე ვხედავ მე შექმნილ სიტუაციას! შეიძლება რიგითი მოქალაქის აზროვნების ლოგიკიდან გამომდინარე, ეს ჩემი ვერსია "შეთქმულების თეორიად" მოგეჩვენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ ზუსტად ამგვარი და ასეთი ხელწერის საქმეები იგეგმება რუსულ სპეცსამსახურებში!

 

ასეთია მათი გაუკუღმართებული და მხეცური აზროვნება და მენტალიტეტი – მხეცური, ცინიკური, მარტივი და არაადამიანური!", - წერს დავით ნებიერიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !