
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ საპატრულო სამსახურისთვის თანამშრომელთა მიღება გამოაცხადა.
„ჩვენ გთავაზობთ სამსახურს, რათა შეიცვალოს წესრიგი კიევსა და მთლიანად უკრაინაში. ვეძებთ ქალბატონებსა და მამაკაცებს, მეტი ქალი თუ შეიძლება“, - განაცხადა მან.
სახელმწიფო ავტოინსპექციის, „გაის“ ძველ თანამშრომლებს სახლში გაუშვებენ.
21-დან 35 წლამდე ასაკის კანდიდატებს საშუალო ან უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეთ.
საშუალო ანაზღაურება თვეში 6-დან 8 ათას გრივნამდე იქნება და რეფორმის ფარგლებში საგზაო ინსპექციას ახალი ავტმობილებიც გადაეცემა.
კიევის საპატრულო სამსახურში ორი ათასამდე თანამშრომელი დასაქმდება.