ვინ შეიპარა ალასანიებთან

Image

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ სახლში მისულს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა.

 

„შაბათს ნიკო ჯარში იყო ცვლაში, ირაკლი ევროპაში, კატო სამეცადინოდ მეგობართან და მე საკვებად მეგრელებში.

 

დავბრუნდი და სახლის კარი შიგნიდან დამხვდა დაკეტილი.

 

10 წუთი ვაღებდი და ვერ ვაღებდი, ხან დავკეტე გარედან, ხან ისევ გაღება ვცადე, ხან ზარი ვრეკე, ხან კატოს ვურეკე, შენ ხომ არ დაბრუნდითქო...

 

მერე კიდევ გაღება ვცადე და ათი წუთის მერე მიუხედავად რაჭველობისა, მივხვდი, რომ ვიღაც კუდრაჭაა სახლში.

 

დაბლა ჩავედი, არ გამოვარდეს შეშინებული და ჩამცხოს რამე, ისიც ხომ ღელავს რომ დავადექი-თქო, ვიფიქრე და რეკვა დაბლა ჩასულმა დავიწყე ახლობლებთან და პოლიციაში.

 

მოკლედ, გამეპარა. ახლა დამტკიცება ძნელია. ირაკლი მეუბნება, კამერის დასაყენებლად ან რამისთვის შემოსვლა კი არ მიკვირს, ის მიკვირს, როგორ დაგხვდებოდნენ, მთლად ასეთი არაპროფესიონალიზმიო?

 

ერთი გასაღები მაქვს, მხოლოდ გარედან კეტავს და იღება, თავს ვერ ვპატიობ, რომ არ მომაფიქრდა, არ ჩავკეტე და არ დაგახვედრეთ სახლში-თქო, ჩავიხვიე და ვიმეორებ მას მერე.

 

გუშინ კიდევ ერთხელ კატოს ვუყვები, რა ცუდია, რომ არ ველოდი, ტვინმა არ იმუშავა როგორც საჭიროა, როგორ არ ჩავკეტე-თქო. კატო მისმენს თავისი წყნარი და კეთილი სახით და მეუბნება, - კარგია რომ არ მოგაფიქრდა, მერე აივნიდან რომ გადამძვრალიყო, გადავარდნილიყო და მომკვდარიყო, ამაზე ხომ უფრო ინერვიულებდი?

 

წარმოვიდგინე ეს ამბავი და... ბრაზისგანაც განმკურნა, სინანულისგანაც, ყველაფრისგან. საოცარი შვილები მყავს, ნიკოც ასეთია, ისეთ მოულოდნელ რამეს გეტყვის, გაოგნებული და ყველაფრისგან თავისუფალი რჩები.

 

ეს ორი მზიანი სული რომ გამოვჩეკე, ამასთან შედარებით ვერაფერი ვერ წამიხდენს ხასიათს. ყველაფერი უბრალოდ თავგადასავალია. ეს ორი ადამიანია სინამდვილე და ადამიანში ღმერთის არსებობის დასტური ჩემთვის", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !