ზოოპარკის ბინადარი ლემურები ახალ წელს ჩიჩილაკებით შეხვდნენ

Image

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიმართვის შემდეგ, მოქალაქეებმა გადასაგდებად გამზადებული ჩიჩილაკები ზოოპარკში მიიტანეს.

 

თუ რა მოხდა ზოოპარკში, ამას ვიდეოკადრებიდან შეიტყობთ.

 

„თქვენ გგონიათ, ზოოპარკის ბინადრები არ აღნიშნავენ ახალ წელს? ძალიან კარგადაც აღნიშნავენ და საახალწლო სუფრაც აქვთ. მართალია არა გაშლილი, არამედ ჩამოკონწიალებული, მაგრამ მაინც...

 

დღეს ძველით ახალი წლის სადღესასწაულო განწყობამ ლემურების ვოლიერში შეაბიჯა. ჩვენს გრძელკუდა ფუმფულებს საჩუქრად მორთმეული პირველი ჩიჩილაკებით მოვურთეთ ტერიტორია. ჩიჩიკალები წინასწარ, სათამაშოების ნაცვლად, ხილითა და ბოსტნეულით მოვუკაზმეთ.

 

ამგვარი, განსხვავებული ფორმით ცხოველისთვის საკვების მიწოდება ზოოპარკის ბინადრების გარემოს გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საშუალებაა. ცხოველები საჭმელს იღებენ ისე, რომ გემრიელი სასუსნავის მოპოვება მათთვის საინტერესო და სახალისო ხდება.

 

თავიდანვე ცნობისმოყვარედ გამოეფინენ გარეთ, რა განსაკუთრებული დღე გაგვითენდა, ნეტავ რა ხდება ჩვენს თავსო...

 

მერე კი ბავშვები რომ ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილ საჩუქრებს ეტაკებიან, ესენიც ისე მიესივნენ უცნაურ სიურპრიზებს და სიამოვნებით ჩეჩავდნენ ისედაც გაჩეჩილებს.

 

ჯერ გემრიელი ფინიკები ამოკრიფეს, მერე ვაშლები, სტაფილოები და ჭარხლები ჩამოწყვიტეს, შემდეგ კი ბურბუშელების პუტვით ირთობდნენ თავს. მოკლედ, ძალიან იხალისეს. ძველით ახალ წელს გილოცავთ, ადამიანებო“, - წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !