
ჟურნალისტების დაპირისპირება სოციალურ ქსელში საფრანგეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით აზრების გაზიარებას მოჰყვა.
„საფრანგეთის ტერაქტზე ვფიქრობდი და ნანა ლეჟავას მასალები გამახსენდა ბესლანიდან... მართლა რა მაგარი ჟურნალისტია...
Vova Arobelidze Imeda Darsalia მორჩით ახლა სახლში ჯდომას. არ შეიძლება. აი, ბესლანის გახსენებაზე მომივიდა სურვილი ეს მომეწერა, რომ ლეჟავას ეყოს დასვენება!"- წერდა ინგა გრიგოლია.
ამ სტატუსს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა, რომელმაც ნანა ლეჟავას წარსული გაახსენა:
"ნანა ლეჟავას იმდენი ტყუილი და საშინელებაც აქვს ნაკეთები, რომ მართლა კაია, რომ მორჩა:) განსაკუთრებით ახლობლების ფარულად წერა. მეგობრების და ასე შემდეგ", - წერდა ჟორჟოლიანი.
ნანა ლეჟავას პროდიუსერი იმედა დარსალია გამოესარჩლა, რომელმაც ჟორჟოლიანს სთხოვა ფაქტებით ესაუბრა, რადგან ჭორის დონეზე მასზეც ჰქონდა გაგებული ბევრი ცუდი, მაგრამ არსად დაუწერია. მისი თქმით, მოსწონს ჟორჟოლიანი კეთილ საქმეებს როცა აკეთებს, მაგრამ უხერხულია, როცა ლეჟავაზე ასეთ რამეს წერს.
"ფაქტები მან თავად იცის. რამდენიმე მაქვს და არ მინდა ბოლომდე გავხსნა რაღაცეები. მაინც არ ვფიქრობ, რომ მასზე ყველაფრის მოყოლა ღირდეს, მაგრამ ერთს გეტყვი - მე და ნანა როგორც კოლეგები ძალიან ვმეგობრობდით. მიშკა რომ დაიჭირეს, წინააღმდეგობის გაწევისთვის (ჩემი ძმა) სხვა ადგილი, სხვა ამბავი, სხვა ადამიანები ჩამოთვალა.
თითქოს კოდუა მივიდა იქ და ასე შემდეგ, როცა ირაკლი საქართველოში საერთოდ არ იყო. თითქოს ნარკოლოგიურში გადაიყვანეს და თითქოს "ვისოლთან" ინციდენტი მოხდა. ერთი სიტყვა მართალი არ იყო. ერთი სიტყვა.
ნანას მამაჩემი კიევში რომ ჩამოვიდა უვლიდა ისე, როგორც მე. ოღონდ თავად კითხე! ერთხელ არ დარეკა, რომ ჩვენი ვერსია მოგვეყოლა! ერთხელ! მერე ჯგუფი გაუშვა სახლში და ჩემებმა რომ გაიგეს, რომ ნანას გადამღები ჯგუფი იყო, მოუყვნენ რა მოხდა. ფარულად ჩაწერეს და ერთი კომენტარიც კი არ გაუშვეს იმიტომ, რომ სკანდალი აღარ გამოდიოდა. სახლიდან წაიყვანეს ჩემი ძმა. დედაჩემმა თავის ხელით გაატანა პოლიციას.
იმ დედაჩემმა, რომელიც ნანას ძალიან კარგად იცნობდა. ნანა კიდევ მის სიუჟეტში ამტკიცებდა, რომ მიშკა "ვისოლთან" სპეცოპერაციით აიყვანეს. "ბრედი" და ბოდვა!!! არავინ ამბობს, რომ არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ოჯახთან როდესაც წლები გაკავშირებს, მინიმუმ კომენტარზე უნდა დარეკო, რომ ტყუილები არ მოყვე. აღარაფერს ვამბობ მისი და კეზერაშვილის მეგობრობაზე, რომელიც მერე ასევე ფარულად წერა.
კეზერაშვილის ნაჩუქარი საათი არ მკეთებია მე და თუ ადამიანებთან ისეთი ურთიერთობა გაქვს, რომ უცხოეთიდან შენთვის საჩუქრები ჩამოაქვთ და შენ ამ ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებ, დაბადების დღის ფოტოებზე სიუჟეტს არ გააკეთებ. ან თუ აკეთებ, იმ საათზე იხედები, რომელიც გაჩუქეს, გვიანი ხომ არაა, რომ დაურეკო და კომენტარი კითხო! კიდევ ბევრი მაქვს იმედა მოსაყოლი, მაგრამ არ მინდა. მაინც ვითვალისწინებ იმ წლებს, რომელიც მე მასთან მაკავშირებს! ბევრი გათენებული ღამე და ერთად გაკეთებული ნიუსი.
მისგან განსხვავებით ადამიანობას ვერაფრის ფასად ვერ გადავაბიჯებ. სამჯერ გააკეთა მამაჩემის სახლზე რომ კოდუასია და ზურიკო ურეკავდა, მოდი საბუთები განახო, რომ 2004 წლიდან ჩემი იყო ეს სახლიო და საბუთების გადაღებაზე რომ მიდგებოდა საქმე, ნანა ქრებოდა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.