მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ბიზნესმენებს არ შეიძინონ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

Image

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს უმაღლესი დონის ქართველი ინჟინრები და სპეციალისტები უნდა მოემზადებინა.

 

„ბათუმის უნივერსიტეტი დაახლოებით ორას მილიონ დოლარიანი პროექტი იყო და ის ემსახურებოდა მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულების რიგებში ჩაყენებას.

 

შენობა თითქმის ბოლომდე იყო დამთავრებული და უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2013 წელს უნდა მიეღო. ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ეს პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა. კავკასიის ყველაზე მაღალი და ლამაზი შენობა, უნდა ქცეულიყო განვითარებული და განათლებული საქართველოს სიმბოლოდ. ახლა ივანიშვილმა იგი ჩვენი ქვეყნის გაბანძების და მისი პირადი სიხარბის მაგალითად აქცია.

 

მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დროებითია და ძალიან მალე შენობა დაუბრუნდება ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ყველა შესაძლო კეთილსინდისიერი კომპანია არ შეცდეს და არ მიიღოს მონაწილეობა უწიგნური ოლიგარქის ანტისაგანმანათლებლო ინიციატივაში“, - წერს სააკაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !