„როდის იქნება კერძი მზად, რა ვიცი, სამზარეულოში ვინცაა, ნეტა, იმან მაინც იცოდეს“

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლების საქმიანობა აჯაფსანდალის მომზადების პროცესს ახსენებს.

 

 

„ამასწინათ პოლიტიკაზე მკითხეს რაღაც, რეფორმები, ხალხი, სახელმწიფო, მართვა. რატომღაც აჯაფსანდალი გამახსენდა - ბევრი სხვადასხვა პროდუქტისგან მზადდება.

 

ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი, სტაფილო, ბულგარული, ხახვი, მწვანილი, რეჰანი განსაკუთრებით. ყველა კარგად უნდა შეარჩიო, გარეცხო, დაჭრა. მერე ცალ-ცალკე შუშავ ტაფაზე. ბოლოს მარილი და კერძიც მზადაა. კერძის მომზადებისას სამი რამ არ უნდა დაგემართოს.

 

პირველი ისაა, რომ პროდუქტების შერჩევა არ უნდა შეგეშალოს. თუ რომელიმე პროდუქტი ცუდი გამოდგა, ან ისეთი პროდუქტი ჩააჭერი რომელიც არ ჭირდება, კერძი ფუჭდება და საჭმელადაც უგემურია. მეორე, რაც არ უნდა დაგემართოს ისაა, რომ არ უნდა დაგეწვას, თორემ ახალ ტაფაზეც რომ გადაიტანო, გემოს მაინც გაგიფუჭებს.

 

მესამე მარილის ამბავია - არ უნდა გადაამლაშო, თორემ საჭმელად აღარ ივარგებს და მოგიწევს წყალი დაამატო, თუმცა კერძი უკვე გაფუჭებული იქნება. ცოტა ვრცლად კი აღვწერე აჯაფსანდალის ამბავი, მაგრამ სახელმწიფოში პოლიტიკა და რეფორმების გატარება ამ კერძს ნამდვილად მაგონებს.

 

პროდუქტები ის რეფორმებია, რომლებიც აუცილებელია კერძის მოსამზადებლად და მათ კარგი შერჩევა და მომზადება უნდა. არც მაღალი ცეცხლი გამოდგება იმიტომ, რომ რეფორმების გატარებისას დაწვის საშიშროება დიდია და მით უფრო არ უნდა გადაამლაშო, თუ გინდა რომ კერძი უგემური არ იყოს.

 

9 წლის მანძილზე რა ხდებოდა? ხო, ცოტა ვჩქარობდით, კერძი გვქონდა მოსამზადებელი. პროდუქტებსაც ვარჩევდით ხანდახან ცოტა ნაჩქარევად. დაგვეწვა კიდეც იმიტომ რომ მაღალ ცეცხლზე ვამზადებდით და, სამწუხაროდ, ცოტა გადავამლაშეთ კიდეც, ამიტომ იყო წყალი რომ დავამატეთ ბოლოს. მაგრამ ერთი რამ იყო, ვიცოდით რა კერძი უნდა მოგვემზადებინა და რა პროდუქტებისგან.

 

დღეს რა ხდება? რა კერძს ამზადებენ და რა პროდუქტებისგან, არ იციან და გაზის ანთებაც მგონი ჯერ არ უსწავლიათ. როდის იქნება კერძი მზად? აბა მე რა ვიცი, სამზარეულოში ვინცაა, ნეტა, იმან მაინც იცოდეს", - წერს სუბელიანი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !