-
2015-01-07 12:43
გასულ წელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა უმრავლესობისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა - ნაწილმა იქორწინა, ზოგმა შეყვარებული გამოაჩინა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ.
გიორგი ყიფშიძისა და ანი ჩიკვილაძის დაშორება მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარს დაბრალდა.
ზაფხულში გიორგისა და ანის ურთიერთობა აირია, წყვილმა ცხოვრება ცალ-ცალკე დაიწყო. თუმცა ამ საქმეში ჯულიანა უბრალო აღმოჩნდა და წყვილიც მცირე ხნის წინ შერიგდა, თუმცა მოცეკვავისა და გიორგის ლამის ქორწილამდე მისულ ურთიერთობაზე პრესა დიდხანს წერდა.

ვერიკო ტურაშვილს ახლახან გოგონა შეეძინა. მომღერალი მზად აღმოჩნდა დედობისთვის, თუმცა ბავშვის მამა, ლაშა ნაკაიძე - ნაკლებად. მიუხედავად დაშორებისა, მამამ პატარა გოგონა სამშობიაროში მოინახულა და როგორც ვერიკო ამბობს, წყვილს ნორმალური ურთიერთობა აქვს.

მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ დღეს მხოლოდ ბავშვი აერთიანებთ და გიორგის ახალი შეყვარებული ჰყავს.
გაზაფხულზე საზოგადოებას ნუკი კოშკელიშვილმა ახალი შეყვარებული, ამერიკელი ბენი გააცნო.
ახალგაზრდა საყვარელ ქალს თბილისში ესტუმრა და წყვილმა საქართველოს ღირსშესანიშნაობები ტელეკამერის თანხლებით მოინახულა. ბენის წასვლის შემდეგ ნუკიმ მოულოდნელად შეყვარებულზე საუბარი შეწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთად აღარ არიან, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ტელესახე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

მსახიობების ნათია წიწილაშვილისა და გიორგი კალანდაძის ოთხწლიანი ქორწინება, სამწუხაროდ, გასულ წელს დასრულდა. წყვილს ერთმანეთი სერიალ „ჩიფსების თაობის“გადაღებებზე შეუყვარდა და მოგვიანებით იქორწინეს. გიორგი ტელეკომპანია „ჯიდიეს“-ში მუშაობს, ნათია - „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობს. როგორც ამბობენ, ერთმანეთის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი აინტერესებთ.
მარიტა როხვაძე წლების შეყვარებულ ზურა ნიქაბაძეს საბოლოოდ დაშორდა. მათ შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიძაბა, მაგრამ შემდეგ ისევ შერიგდნენ. როგორც ჩანს, ურთიერთობის აღდგენა არ გამოუვიდათ და დღეს მარიტა მარტოა. სამაგიეროდ, კარიერის მხრივ ბოლო დროს გააქტიურდა, წონაში დაიკლო და ძალიან გალამაზდა.
ორწლიანი ქორწინების შემდეგ სკანდალურად დაენგრა ოჯახი სალომე ქათამაძეს, ანუ მდივანს.
როგორც პრესაში დაიწერა, სალომეს სხვა შეუყვარდა, რის გამოც მეუღლესთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოუხდა. ამჟამად მომღერალი ამერიკაშია და მამასთან დაპირისპირების გამო, გვარი შეიცვალა. ამბობენ, რომ სალომეს მამა, რომელიც სასულიერო პირია, შვილს განქორწინების გამო გაუბრაზდა.
ერეკლე დეისაძე მეუღლეს სკანდალების გარეშე დაშორდა. ჟურნალისტის ზარს ერეკლე ჩვეული იუმორით შეხვდა და უთხრა, რომ პოლიტიკაში წავიდა მეუღლესთან ერთად. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო და კრავაი და ერეკლე უკვე დიდი ხანია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ერთმანეთს დაშორდნენ მსახიობი კახა მიქიაშვილი და ჟურნალისტი სალომე არშბა. მათი სიყვარულის ამბავზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ დაშორების მიზეზად კახას მოუცლელობას და სახლში ხშირად დაგვიანებას ასახელებენ. მსახიობს ეს თემა აღიზიანებს და ჟურნალისტებს პირად ცხოვრებაზე აღარ ესაუბრება, რაც შეეხება სალომეს, ის არასოდეს ანებივრებდა ჟურნალისტებს ინტერვიუებით.

პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და ჟურნალისტ ეკა სამხარაძის დაშორება შესაძლოა, წლის ყველაზე სკანდალურ განშორებად დასახელდეს, ამ ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა ნოე. ''რეიტინგთან''ინტერვიუში კი ეკამ განქორწინება დაადასტურა და დანანებით აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ''სექსისტორიების''კასკადი და მათი გასაჯაროების ინტენსივობა უკვე სინდრომია.

reitingi.ge