-
2015-01-06 17:06
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელიდან იმ მეგობრებს უხდის მადლობას, რომლებსაც გაკიცხვის არ შეეშინდათ და მათთან ერთად ლოპოტაზე დაისვენეს.
„საახალწლო უქმეები ლოპოტაზე გავატარეთ ჩვენს ოქროს მეგობრებთან. ჩვენს გარდა კიდევ 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავდათ დაპატიჟებული.
ბედნიერი დღეები იყო, საღი ადამიანების გარემოცვაში, სამოთხისებურ ადგილას, გავიფილტრე ყოველგვარი ტოქსინისგან.
წამოვედით და აუწრიალებია პროკურატურას იქაურობა, კამერები დაუხსნიათ, სტუმრების სია გამოუთხოვიათ..
ერთი სადილობა „შატო მერეშიც“ ვისადილეთ და იქაც მიცვენილან.
მოკლედ, ჩვენს გვერდით სუფრასთან მოხვედრა ისევ გმირობად რჩება და მე თქვენ მიყვარხართ ახლობელო და ნაკლებ ახლობელო გმირებო.
თქვენი პიროვნული სიძვირფასის გამო მთელი ცხოვრება განძეულის გუშაგი ვარ. ნებისმიერ წამს, თქვენთვის მოვკვდები მხიარულად და დაუფიქრებლად.
როგორ ძნელად სწავლობს, ვისაც გენში სიკეთის სხივი არ აქვს... გაუვალია სიბნელე.
მოკლედ, ცელქობა 2015!
ჩემი ოქრო ჩემთან! ვისაც სხვანაირად ესმის ცხოვრება, - თქვენთან!
არჩევანი მე, არადანი თქვენ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.