-
2015-01-06 12:15
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, მარიამ საჯაიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საკანონმდებლო ორგანოდან მიღებული მისალოცი ბარათის ფოტო გამოაქვეყნა.
მისალოც ბარათზე განთავსებული ტექსტი ასე იკითხება: „საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ მარიამ საჯაიას“.
როგორც ირკვევა, საჯაიამ მისალოცი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის, ირინა იმერლიშვილისგან მიიღო.
„მადლობა ბატონ ირინას მოლოცვისთვის“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა მარიამმა მისალოცს.
ცნობისთვის: ორიოდე თვის წინ პარლამენტის სხდომაზე დავით უსუფაშვილმა გედეონ ფოფხაძეს სიტყვა მისცა და ასე მიმართა: „გთხოვთ ქალბატონო გედევან“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26