„მამა ილიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა“

Image

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მამა ილია კარტოზიას დაღუპვის ამბავს გამოეხმაურა.

 

 

„მამა ილიას დაღუპვის ამბავს მთელი ევროპის ტელევიზიები გადმოსცემენ.

 

მან ბორან „ნორმან ატლანტიკის“ კატასტროფის დროს, რომელიც საბერძნეთის სანაპიროსთან მოხდა, გემბანი არ მიატოვა და ბევრ მგზავრს დაეხმარა.

 

მამა ილია კარტოზიამ სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად, ისევ გემბანზე დარჩა. მისი ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ზურგჩანთაში კი, რომელსაც სულ თან ატარებდა, ხატები აღმოჩნდა.

 

როგორც ბორანის სხვა მგზავრები იხსენებენ, კატასტროფის დროს მამაო მათ ამშვიდებდა და ყველანაირად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაერჩინა.

 

ისტორია მეორდება, ქართველებს კვლავაც გვყავს თანამედროვე გმირები…

 

ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომიყვნენ ამბავს პროფესორ იოსებ ჟორდანიაზე, რომელმაც პატარა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა, თვითმფრინავის კატასტროფის დროს, მან საკუთარი სამაშველო რგოლი უბილეთო მგზავრს გადასცა, ცურვაც კი არ იცოდა, მაგრამ თავისი სიცოცხლე პატარა გოგონას უყოყმანოდ დაუთმო.

 

როდესაც მამა ილიას დაღუპვის ამბავი შევიტყვე, მაშინვე პროფესორ ჟორდანიას ისტორია გამახსენდა.

 

ნამდვილი საქართველო სწორედ მამა ილიას, პროფესორ ჟორდანიას, გიორგი ანწუხელიძის, ალექსანდრე გრიგოლაშვილისა და მსგავსი ადამიანების სამშობლოა. აი ასეთი ხალხი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !