
3 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე ავტობუსების გაჩერებასთანაა გადაღებული.
„კოლმეურნეობის მოედანზე ახალგაზრდა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ორმოცი წუთის განმავლობაში არც სასწრაფო არ გამოჩნდა და არც პოლიცია.
ახალგაზრდა კაცი ცუდად სადღაც 21-00 გახდა.
გადაღების მომენტში 21-25ია. გპის წინ ამოსულმა კონტროლიორმა თქვა, რომ ეხლა მოვიდნენ წასაღებათო. საათმა 21-40 აჩვენა.
კითხვები საოცნებო მთავრობას და ნორა დეიდოვიჩის მერიას.
1.აქამდე სად არის სასწრაფო მანქანა?
2. პატრული სად დაგულაობს? გვამი გდია შია ქუჩაში და არავის არ აინტერესებს გამვლელების და ავტობუსის კონტროლიორების მეტი,“ - წერს ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში.