-
2015-01-02 22:30
პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ ასეთი საახალწლო სამზადისი, რაც საქართველოს მოსახლეობას ამ დღეებში ჰქონდა, კარგა ხანია არ ახსოვს.
„აი, ის ხალხი, იმედის ეთერში რომ რეკავს სატელეფონო გამოკითხვაში, არიქა, ცხოვრება გაუარესდა, აღარაა საშველიო და ცას რომ ჩამოიმხობენ თავზე და მაღაზიაში პროდუქტს არ დატოვებენ...
პირადად მე ასეთი ფოიერვერკი და სამომხმარებლო ციებ-ცხელება დღემდე არ მახსოვს...
რომ ჰკითხო, ყველას დანძრეული აქვს, არაფერი არ მუშაობს და თავი ძლივძლივობით გააქვთ“. - წერს ცოტნე გამსახურდია.