
საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანი გაჰიტებული ვიდეოს ფრთიან ფრაზას იყენებს, როცა 25 დეკემბერს პარლამენტში მიღწეულ შედეგებს აჯამებს, ხოლო მისივე კოლეგა გოგა ხაჩიძე იმათ ფოტოებს აქვეყნებს, ვინც, მისი თქმით, საყდრისის ნგრევის შეჩერების წინააღმდეგია.
„პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დასრულდა, შედეგები:
1. საყდრისის საქმის შემსწავლელი კომისია შეიქმნება (ოპოზიციის ინიციატივა).
2. საარსებო მინიმუმის კანონი ჩავარდა (მთავრობის ინიციატივა)
3. მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევის საკითხი ჩავარდა (ქართული ოქნების ინიციატივა).
4. ცესკოს წევრი არჩეულ იქნა (პრეზიდენტის წარდგინება + ოპოზიციის მხარდაჭერა).
58 - 57 ის წინააღმდეგ.
ჩოუარეთ ქორივით ?“, - წერს კობა სუბელიანი, გოგა ხაჩიძე კი დეპუტატების ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„ამ დეპუტატებმა საყდრისის ნგრევის შეჩერებას წინააღმდეგ მისცეს ხმა.
დანარჩენებმა უბრალოდ თავი შეიკავეს. ხოლო ნგრევის შეჩერების მხარდამჭერი - 32 აღმოვჩნდით", - წერს გოგა ხაჩიძე.