
საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი ახალი ხალისუფლების ქმედებებით გულგატეხილი საზოგადოების იმ ნაწილს მიემატა, ვისაც „ქართული ოცნების“ დიდი იმედი ჰქონდა.
„გაცილებით დიდი მოლოდინი ჰქონდა ყველას ჩემის ჩათვლით „ქართული ოცნებისგან“, რომ მოვიდოდნენ და რის გამოც წინა ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით , იმის გასწორებას დავიწყებდით ენეგრიულად და ქმედითად.
რა თქმა უნდა ყველაზე არ ვსაუბრობ, არიან ძალიან კარგი დეპუტატებიც, მაგრამ ისინი მეორე და მესამე პოზიციაზე არიან სამწუხაროდ.
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით, ასეთი ტალღით და მოლოდინით მოსული „ქართული ოცნება“ წყალში ყრის ყველაფერს და მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ მოიწყონ ყველაფერი თავისთვის”,- წერს ელისაშვილი.