კოკა ყანდიაშვილი: „მაესტროზე, ჩემზე და მომავალზე...“

Image

ცნობილი ჟურნალისტი და ტელესახე, ამჟამად საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომელი კოკა ყანდიაშვილი „მაესტროს“ მიერ მისი გადაცემის პროექტის შესაძლო შესყიდვისა და სხვა გეგმების შესახებ განმარტებას „ფეისბუქზე“ აკეთებს.

 

„1) არ მაქვს გადაწყვეტილი, დავტოვებ კანცელარიას და დავუბრუნდები ტელევიზიას თუ არა. 

 

2) ამ ეტაპზე, არ ვიღებ მონაწილეობას "მაესტროს" მენეჯმენტში - და არც ვაპირებ, იმ შემთხვევაშიც კი - თუ ჩემი სტუდიის გადაცემას, ტელეკომპანია "მაესტრო" შეიძენს, მიუხედავად მაესტროს ხელმძღვანელებთან ჩემი თითქმის 20 წლიანი მეგობრობისა.

 

3) არ მივიღებ ყოფილი მაესტროელების პრეტენზიებს. მგონია, რომ სამწუხაროდ შეცდომაში არიან შეყვანილნი. მიუხედავად ყველაფრისა - ვუსურვებ წარმატებებს.

 

4) ანგელოზი არ ვარ, არც თქვენ ხართ ანგელოზები, ამიტომ დაფიქრდით, თავად გაეცით პასუხი ამ კითხვას: 

 

- მე 44 წლის ადამიანი ვარ,

 

- რომელსაც უკვე გამოვლილი მაქვს მთავრობის მიმართ ჩემი ლოიალობის შედეგები (იმ დროს სახელმწიფო ტელევიზიის პირობებში - რაც ხმამაღლა ვაღიარე...) 

 

- და შემდეგ 10 წლიანი დევნა (რის გამოც ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწია). 

 

- და ბოლოს, თითქმის 2 წელი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობა,( ძალიან საინტერესო გამოცდილება და მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობა) 

 

- რად უნდა მიღირდეს? რატომ უნდა დავუბრუნდე კვლავ ეკრანს თუ ისევ ვინმეს (მთავრობა, ბიზნესი, გვატემალა.... და ა.შ.) ინტერესები უნდა გავატარო? ეს ხომ - თავის მოკვლის ტოლფასია? მე კი ამას არ ვაპირებ. ღმერთის წყალობით - ჯერ ბაბუა გავხდები, მერე დიდი ბაბუა.... 

 

ამიტომ - დამაცადეთ, ნახეთ რასაც გავაკეთებ და მხოლოდ მაშინ გამოიტანეთ ყველამ საკუთარი დასკვნა. მაყურებელი არასდროს ცდება!!!

 

5) მე მაქვს მეორე შანსი. რაც ვიცი - ტელევიზიაა, მინდა და მიყვარს ამ საქმის კეთება. რომელ არხზეც არ უნდა გავიდეს ჩემი გადაცემა - უბრალოდ მისურვეთ წარმატება !!!

 

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, მტერსაც და მოყვარესაც - იხარეთ!!!
პატივისცემით, კოკა ყანდიაშვილი!

 

პ.ს. ამ თემაზე, ჩემგან სხვა კომენტარს ნუ დაელოდებით. სიახლეებს - აუცილებლად გაგაგებინებთ!..“, - წერს კოკა ყანდიაშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !