
პავლე კუბლაშვილი პარლამენტში უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრი პარლამენტში განმარტებისთვის და დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად არ მივა, ირონიულად ეხმიანება.
"მთავარი პროკურორი თვალით არ გვინახავს, ჭიკაიძეს 9 თვეა ვეპატიჟებით პარლამენტში, არ მოდის, ახლა თავდაცვის მინისტრს ისეთი ამბავი დაემართა, რომ ალბათ კიდევ დიდხანს არ გამოჩნდება, პრემიერიც იშვიათი სანახავი გახდა. მგონი მთავრობას მალე წითელი ცირკულარით თუ მოვძებნით...", - წერს ის სოცილაურ ქსელ "ფეისბუქში".