
ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა და კოლეგების მისამართით აღნიშნა, რომ „მაესტროს“ ყიდვას არ გეგმავს.
„ყურადღება!!! პატივცემულო კოლეგებო, ბოლო 4-5 დღეა, თითქმის სრულიად ქართული მედია მირეკავს და მეკითხება:
1) ვიყიდე თუ არა ტელეკომპანია „მაესტრო“?
2) დავინიშნე თუ არა ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად?
3) წავიყვან თუ არა იანვრიდან ტელეკომპანია „მაესტროში“ გადაცემას?
გპასუხობთ!!!
1) არ მიყიდია!!! - არ მაქვს არც საყიდელი ფული და არც ყიდვის სურვილი და საერთოდ „მაესტრო“ არ იყიდება :)))
2) არ დავნიშნულვარ - და არც არავის შემოუთავაზებია დირექტორობა ან მოადგილეობა, ან მენეჯმენტში მონაწილეობა მაინც!!!
3) იანვრიდან გადაცემას „მაესტროზე“ არ წავიყვან!!! - და მეტი ასეთი სისულელეებით აღარ შემაწუხოთ.
და ბოლოს:
უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება მოლაპარაკება „მაესტროსთან“ და სხვა არხებთან - ჩემი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით.
კერძოდ, „მაესტრო“ დაინტერესებულია 2 ტელე-პროდუქტით: რეალითი-შოუ ფეხბურთზე (ძალიან მაგარი იდეაა) და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში დავწერე ფეისბუქზე .
მოლაპარაკებები არხებთან - გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას ისედაც მაქვს სამსახური - და, თუ რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად შეგატყობინებთ.
გპირდებით - ყველას გაგაგებინებთ მომავალ წელს - სტუდიის პრეზენტაციის თარიღს და ადგილსაც. წარმატებები", - წერს კოკა ყანდიაშვილი.