
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებამ ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გოგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, საზოგადოების აღშფოთება და სამართლიანი გულისწრომა გამოიწვია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, სწორედ ასეთ განცხადებას გააკეთებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
„თავდაცვის მინისტრი მოღალატე და გარეწარია. დარწმუნებული ვარ, ვლადიმერ პუტინიც ზუსტად ასეთ განცხადებას გააკეთებდა“, - წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებას პოლიტიკურ ნაძირლობას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
„მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ყავს.
უფრო სწორად, დღეს ჩვენ დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს, სხვა შეფასება. გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა, მე არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ.“- აცხადებს ბოკერია.
ყოფილმა ელჩმა მამუკა კუდავამ კი მინისტრის გადადგომა მოითხოვა.
„ერთად უნდა მოვითხოვოთ სამარცხვინო თავდაცვის მინისტრის გადადგომა წარმოუდგენლად მდაბალი განცხადებისა და ქართველი სამხედროებისათვის შურაცხმყოფელი საქციელისთვის! პუტინის გამმართლებელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, ეს ღირსების საკითხია!"- აღნიშნა მან.
საკრებულოს წევრმა, დავით ზურაბიშვილმა თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ამორალური უწოდა.
„სამარცხვინო, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა!
P. S. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად ლოიალური და კორექტული ვარ."- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.