
თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით.
„თავზე უნდა გადაახიო ეს განცხადება ავტორსაც და გამავრცელებელსაც.
სამინისტროა თუ დუქანი, როგორ შეიძლება ასეთი რამის დაწერა? ვახ,"- წერს სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში ქართველი მებრძოლის დაღუპვაში ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა.
„ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში."-აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.