
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „წლის ღადავი“ დაარქვა.
„წლის ღადავი!
გოგა ხაჩიძეს პარლამენტში კანონპროექტი შეუტანია, უპროცენტო კრედიტების შესახებ „ქართული ოცნების“ დაპირებების შესასრულებლად.
თურმე ამას სხვებიც მოჰყვება - შუქის და გაზის ტარიფების განახევრებაზე, არნახულ პენსიებზე და ასე შემდეგ.
გადადგამს თუ არა „ქართული ოცნება“ საპასუხო ნაბიჯს. მოამზადებს თუ არა კანონპროექტს „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ დაპირებების ხორცშესასხმელად? - ვერა! იმიტომ კი არა, რომ იუმორში მოიკოჭლებენ.
ხაჩიძის ინიციატივა ჩავარდება. არ აქვთ საკმარისი ხმები, აი „ოცნებისას“ კი ასპროცენტიანი დაკანონება ელოდება.
ამიტომ არის მმართველი ძალის პასუხიმგებლობა სხვა და ოპოზიციის სხვა. საპასუხო ხუმრობაშიც კი შეზღუდულნი არიან.
ხარისა და იუპიტერის ამბავია, ოღონდ შებრუნებულად: „ის რაც ეპატიება ხარს, არ ეპატიება იუპიტერს!“, - წერს რომან გოცირიძე.