
საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი პირველ „ევროპელებთან“ დაკავშირებით 1996 წელს მომხდარ სახალისო ოსტორიას იხსენებს.
მისი თქმით, თუ საქმე საქმეზე მიდგა, პირველი ევროპელები ის, ლელა წურწუმია და მამულიჩა არიან.
„იმ წელს მაიამ და რუსუდანმა გახსნეს რესტორანი „ევროპა“ - პირველი ევროპული დონის რესტორანი საქართველოში.
ყოველ საღამოს მღეროდა ლელა წურწუმია, უკრავდა უჩა კორძაიას ბენდი (პირველი ევროპელები აქაც მეგრელები აღმოჩნდნენ!). დირექტორი კი თავად მამულიჩა იყო.
ერთხელაც ბელორუსი კოლეგა ვიცე-სპიკერი მივიყვანე რესტორანში და მამულიჩამ თავი გაიგიჟა, ისეთი ლამაზი სუფრა დაგვახვედრა.
თან თავაზიანად შეგვეკითხა, სტუმრისათვის ჩვენი პატივისცემა რომ ეგრძნობინებინა: კიდევ რამეს ხომ არ ინებებთო? ერთი სიგარეტი მომიტანონო - თხოვა პარტიაში ჩემმა მოადგილემ თემურ გამცემლიძემ.
რომელს ინებებთ ბატონო თემურო? - ასევე თავაზიანად იკითხა მაულიჩამ. „ვიგეროუსო“ - მიუგო თემურიმ.
„შე ჩემა რა „ვიგეროუო“- უკვე ჩვეულებრივი „როჟით“ შეხედა მამულიჩამ - „ევროპაში“ ხარ, „ალაზანში“ ხომ არ გგონია თავიო!", - წერს რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში.