
ქართველმა მსახიობმა, შორენა ბეგაშვილმა 2011 წელი გაიხსენა, როდესაც სომხეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ჯვაროსანთა გამარჯვებით დასრულდა (1-2).
მაშინ სომხების გუნდში მოთამაშე ჰენრიკ მხითარიანს ქართველი მსახიობი ძალიან მოსწონებია და მისთვის ღამის ერთად გატარება შეუთავაზებია.
2011 წელს სომეხი ფეხბურთელი დონეცკის „შახტარის“ ღირსებას იცავდა. ამჟამად კი დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშობს.
„აი, გერმანიაში მოთამაშე სომეხი როა, ჰენრიკ მხითარიანი, ეგ იყო თბილისში 2011 წელს, ხოდა მაშინ მომიწია მასთან შეხვედრა.
მან თვალი ამავლო-ჩამავლო, ჩამათვალიერა რა, და მომიახლოვდა. რუსულად მითხრა, ჩემთან ერთი ღამე გაატარე, გავერთოთო და 200.000 დოლარს მოგცემო.
გიჟი კი არ ვიყავი, გავქცეულიყავი და მისთვის „მიმეცა“. ცივი უარით გავისტუმრე, მას შემდეგ მიაღწია წარმატებას მან. გადაწყვეტილებას არ ვნანობ,"- განაცხადა შორენა ბეგაშვილმა.
ქართველ მსახიობს არც სომეხი ფეხბურთელი ჩამორჩა და შორენას „ცივი წყალი გადაასხა“.
„არანაირ შორენას არ ვიცნობ. მართალია, როდესაც ეს ამბავი გავიგე, „გუგლში“ მოვიძიე და ის მართლაც სექსუალური მოდელია, მაგრამ რა შორენა, რის შორენა?
რატომ უნდა გადამეხადა სექსში 200.000 დოლარი, მითუმეტეს, იმ დროს უკრაინაში ვცხოვრობდი და ყოველი მეორე გოგონა მართლაც საოცრად სექსუალური იყო.
თუ სექსუალური მოთხოვნილებები მექნებოდა, ამისთვის სპეციალური განყოფილებები არსებობს და იქ დავკმაყოფილდებოდი.
გარწმუნებთ, გოგოში ამხელა ფულს არასდროს გადავიხდი,"- აღნიშნა მან.
http://fexburti.ge/