
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ვაჟიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„22 წლის წინ, დღეს დაიბადა ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი, იგივე ნიკო.
გუშინ ცვლიდან დაბრუნებულს სურათი გადავუღე და "აუ, ახლა სტატუსი უნდა დაწეროს" - დაიჯღანა ))). ვინც დაიჯღანება, ყველას ანგარიში თუ გავუწიე, სტატუსი ვეღარ დამიწერია.
მიყვარს ნიკო, არამხოლოდ ბიოლოგიური რეალობის გამო, რომ დედამისად ვარ არჩეული და მე დამეკისრა მისი ამქვეყნად მიღების და მოგზაურობის პირველადი უზრუნველყოფ.
პიროვნულად მიყვარს, მისი თვისებების და ღირსებების გამო.
თუ ფოკუსი გინდა გაასწორო რაიმე ადამიანური სიტუაციის მიმართ, შეგიძლია გაუზიარო მას და აუცილებლად გაპოვნინებს სწორ, კონკრეტულ და აბსოლუტურად ჰუმანურ საყრდენს, საიდანაც უნდა დაინახო მოვლენა.
იუმორის გრძნობით სავსე და ამავე დროს უჟმური ადამიანი, დარწმუნებული ვარ, შეძლებს სიკეთის გავრცელებას თავის ირგვლივ. გილოცავ ძონძიკ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.