
ტვ "ტაბულას" გადაცემის "მძიმე კაცი" წამყვანმა დავით კოვზირიძემ პოეტ რეზო ამაშუკელს, რომელიც ცნობილია თავისი ბოლოდროინდელი ოდიოზური გამოხტომებით ცალკეული პერსონების მიმართ, ლექსი მიუძღვნა.
პრა რეზი
რეზი, იმ ღამეს იგინებოდი,
იგინებოდი, გქონდა მიზეზი,
ვიცი, ძნელია, იყო მგოსანი,
იყო მგოსანი, თან ოროსანი.
რეზი, გაჩერდი, ნუ იგინები,
შენ გეწერება ეგ ყველაფერი,
ასავალიდან დასავალამდე,
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე", - წერს დავით კოვზირიძე.