
ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე, რომელმაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გარშემო და წიგნიც გამოსცა, „ფეისბუქზე“ ყოფილ პრემიერს მიმართავს და გარიგებას სთავაზობს.
„ბიძინა, ახლა მე უკვე ვიცი, ვის ბინაში ცხოვრობდი შენ 90-იანების დასაწყისში პარიზში... იქნებ, იქ „ტაივანჩიკთანაც“(ე.წ. კანონიერი ქურდი ალიმჟამ ტახტახუნოვი, "იაპონჩიკის" მეგობარი და მარჯვენა ხელი, - რედ.) კი აწყობდი ღრეობებს? გარიგებას გთავაზობ:
შენ აორთქლდები საქართველოდან, თან წაიღებ შენს ფულს მთლიანად, წაიყვან შენს ავაზაკებს და დაივიწყებ, რომ ასეთი ქვეყანა საერთოდ არსებობს. მე რას გთავაზობ სანაცვლოდ? უბრალოდ, არ მოვყვები ვისთან ცხოვრობდი და ვინ იყო შენი ადვოკატი ინგა პავლოვასთან „განქორწინების“ დროს. კარგი გარიგებაა! ოღონდ, გადაგდებას არ ვართ! საქართველოდან ფეხი უნდა ამოიკვეთო!“, - წერს ჟურნალისტი.