
აღნიშნულის თაობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩამოვფრინდი კიევიდან, 45 წუთი ვზივარ აეროპორტში, საკუთარ ქვეყანაში არ მიშვებენ.
„სმენის“ უფროსმა უნდა ღილაკს დააჭიროს... ვივა, ახალი „გრუზინული“ დემოკრატია...“ - წერს დიმიტრი შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამ სტატუსს მაშინვე უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და სანამ აეროპორტში „დაპატიმრებული“ დიმიტრი შაშკინი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას ელოდა, „ფეისბუქ-მეგობრები“ ამხნევებდნენ და მოქცევის „წესებს“ ასწავლიდნენ, გაუღიმეთ, ასე აჯობებსო.
„ხომ იცით, ბატონო დიმა, პირველი ტაიმში ზემოთ ატყობინებენ ხოლმე და მეორე ტაიმში შემოგიშვებენ, “ - წერდა ერთი მეგობარი.
„დიმა, რობოტი რომ დგას პასპორტს და თითს რომ დებ, მგონი მაგას უფრო მოელაპარაკები...
დიდი ხანი იყო გათიშული - ბოლო 3-4 ჩამოსვლაზე ვისარგებლე. ეტყობა არ მიგიქცევია ყურადღება. Next time სცადე და თუ გაგატარა, მერე ნახე შენ მაგათი გაწელილი სახეები...“, - დაარიგა მეორემ.
„პატრულის თანამშრომლების მიტყდება, რომ ამ უმსგავსობას უყურებენ და იძულებით მონაწილეობენ...
არაფერიც არ უნდათ, დაავალეს, რომ აწამონ ძველი ხელისუფლების წევრები“, - აუხსნა მათ ვითარების არსი შაშკინმა.
ხელისუფლების ყოფილ წევრს ზოგმა ისიც სთხოვა, თუ კარგ საქმეზე ხართ წასულები, ბარემ ჩვენც წაგვიყვანეთ, თუ არადა, გადაარჩინეთ საქართველო, სანამ სულ არ დაღუპულაო.