
დეპუტატი გივი თარგამაძემ თამაზ თამაზაშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ არცთუ კორექტულ გამონათქვამს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ხშირად მიწევს სხვადასხვა ადამიანებთან ამის გამეორება: მე თქვენი გივია არ ვარ და არც თქვენ ხართ ჩემი თამაზია, ან თამაზა.
უზრდელი რომ ბრძანდებით, საყოველთაოდ ცნობილია და არ არის საჭირო ამის ყოველ ჯერზე ხაზგასმა.
უსინდისობა და უნამუსობა თქვენს უკიდეგანო სანათესაოს, მძახალს, სიძეს, მის პატრონს და საკუთარ თავს მოკითხეთ. კარგია, გაზეთს რომ ეცნობით, მაგ მიმართულებით არ მოგაწყენთ.
კომენტარები ადრე მოგივიდათ, თქვენთან ჯერ არ დამიმთავრებია. აწმყოზე რომ დავასრულებთ, თუ დრო მომრჩა, წარსულსაც გავიხსენებთ და თქვენს შეძენილ გენერლობასაც.
ჭეშმარიტების ნაკადს თქვენი უბრალოდ არსებობაც კი იწვევს, თუ სიმშვიდე და სიმყუდროვე გნებავთ, გაქრით, დაიმალეთ, ეგებ გადაავიწყდეთ ყველას", - წერს გივი თარგამაძე.