
ეს „ფეისბუქ-სტატუსი“ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ შეფს გიორგი სიგუას ეკუთვნის.
„18 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი... კი, იყო პერიოდები როცა არ ვნახულობდი. მაგრამ დიდხანს ვერ ვძლებდი მაინც და ყველაფერს ახლიდან ვიწყებდით.
ყველაზე დიდხანს რვა თვით დავშორებულვართ. უმისოდ ვერ ვძლებდი, მაინც ვაკითხავდი. რამდენი რამე დამითმია, შეიძლება ითქვას გადამიყოლებია კიდეც მისთვის. ბევრჯერ ვყოფილვარ არჩევანის წინაშე, თითქმის ყოველთვის მის სასარგებლოდ ვაკეთებდი.
დაუგეგმავი შეხვედრებიც ბევრი ყოფილა, მოულოდნელობებიც და სიურპრიზებიც ... არასდროს მითქვამს, რომ საბოლოოდ დავშორდით ... ვიცოდი მაინც აღდგებოდა ურთიერთობა ... ვიცოდი მის გარეშე ბევრ ღამეს გავათევდი, ავდგებოდი შუაღამისას და მივაკითხავდი, ბევრს ვფიქრობდი და ვიოცნებობდი მასზე, მაშინაც კი როდესაც ახლოს იყო....
მიყვარდა?? არ ვიცი, ალბათ, უფრო მიჩვევა იყო, რაც იყო.... დღეს ასე მეჩვენება.... სამი დღეა, არ მინახავს. მიჭირს, მაგრამ ბედნიერი ვარ. ვიცი უნდა მორჩეს ყველაფერი, ჩვენს შორის ყველაფერი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. უნდა გავუძლო, დავივიწყო, ხაზი გადავუსვა 18 წელს, წავიდე და უკან არ მოვიხედო..
ვიცი, ამ ძნელბედობის ჟამს თქვენ დამეხმარებით და მის დავიწყებაში მომეხმარებით...", - წერს გიორგი სიგუა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
როგორც გაირკვა ასე „დანანებით“ სიგუა სიგარეტს დაემშვიდობა.