
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც პატრულის ახლახან ჩამოყვანილი და უკვე დამტვრეული ავტომობილია ასახული, არაერთგვაროვანი შეფასებები და პატრულის თანამშრომლების კრიტიკა გამოიწვია.
მომხდარში სიცხადე სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, თინა ნაცვლიშვილმა შეიტანა.
„სანამ ასეთ მინაწერს გააკეთებენ, ჯერ გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში.
მთვრალმა აწყვეტილმა თვითმცლელის მძღოლმა დაარტყა დისლოკაციის ადგილზე გაჩერებულ პატრულის მანქანას და 200 მეტრი ათრია.
მანქანაში მჯდომი ორივე თანამშრომელი მძიმე მდგომარეობაშია. მძღოლმა სცადა დამალვა, მაგრამ ვერ გაიქცა, გზა გადაუკეტეს.
რომ არა ძლიერი მანქანა, ორივე ადგილზე დაიღუპებოდა. ბიჭები ამჟამად წვანან მძიმე შერყევით და სხეულის დაზიანებებით. მათგან ერთერთი 3 მცირეწლოვანი შვილის მამაა... დანარჩენი თქვენთვის მომინდვია..", - წერს ნაცვლიშვილი.
ambebi.ge